
მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ და მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს აწვდიდნენ.
მათ შორის მე-7 კლასის მოსწავლემ, ლიზი კვიციანმა თემის - „ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ ფარგლებში ალექსანდრე მაკედონელის შესახებ კედლის გაზეთი შექმნა.
მოსწავლის დამზადებული კედლის გაზეთი საინტერესო და ინფორმაციულია.