მარნეულის N6 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს თანასკოლელებმა სკოლის დამთავრება ვიდეომიმართვით მიულოცეს
15-07-2020

მარნეულის N6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად, ვიდეომიმართვით მიულოცეს. 

„მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის ისტორიაში პირველად დუმს სკოლის დარბაზი, პირველი წელია მე-12 კლასელები არ დადიან თეთრი პერანგებით და კალმებით. არ გაკეთდა სამახსოვრო წარწერები. მე-11 კლასის სახელით გილოცავთ ახალი ცხოვრების გზის დაწყებას. ფართო გზისკენ მიმავალი ბილიკები სახელოვნად გაევლოთ, გეამაყებინოთ საკუთარი თავი და მშობლიური სკოლა“,- ნათქვამია მოსწავლეთა მისალოც წერილში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203