უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
15-07-2020

გორის მუნიციპალიტეტის უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიizrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

ივნისის შემაჯამებელი ტესტი მოსწავლეებმა: სოფიკო სადაღაშვილმა, ანდრია ჯანეზაშვილმა, გიორგი ყულუმბეგაშვილმა, მარიამ სადაღაშვილმა, მაიკო გალუსტაშვილმა, ილია შიუკაშვილმა და ნინი წიწიკაშვილმა წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203