ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ვახტანგ ბელთაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში ვახტანგ ბელთაძემ ოქროს დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.