
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ერთ-ერთ გამორჩეულ მოსწავლეს გვაცნობს, რომელიც დისტანციური სწავლების პერიოდში აქტიურობით და მონდომებით გამოირჩეოდა. ეს მოსწავლე მე-10 კლასელი ანასტასია ჩაკვეტაძეა.
„ანასტასია წარჩინებული მოსწავლეა. იგი ყველა საფეხურზე გამოირჩეოდა სწავლით, სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობით.
ნიჭიერი გოგონა არაჩვეულებრივად უკრავს ვიოლინოზე, გატაცებულია ფოტოხელოვნებით, წერს ჩანახატებს. დისტანციური სწავლების დროს ანასტასია ხშირად აგზავნიდა დამხმარე რესურსებს სხვადასხვა საგანში. მაგალითად, ინგლისურ ენაში მოამზადა რესურსი: „სოციალური პრობლემები“ და „ჩემი ქალაქი“, ისტორიაში-„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ და „წმინდა ნინოს ცხოვრება“ და სხვ. ანასტასიამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, ნომინაციაში „ნიჭიერი ხელოვანი“, სადაც გამოგვიგზავნა თავისი გადაღებული ფოტოები.
ონლაინ სწავლებაში აქტიური მუშაობისათვის სკოლის დირექციამ ანასტასია ჩაკვეტაძე დააჯილდოვა სიგელით.
ვუსურვოთ ლამაზ და ნიჭიერ გოგონას, მაღალი ინტელექტისა და პასუხისმგებლობით სავსე ანასტასიას, შემდგომი დიდი წარმატებები.
ჩვენი სკოლა ამაყია ისეთი მოსწავლეებით, როგორიც არის ანასტასია ჩაკვეტაძე“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო