ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ზე სასწავლო წელი ბრწყინვალედ შეაჯამეს
ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში ანასტასია გაბუნიამ, გიგი გოგაძემ, თიკა წულაიამ, ბარბარე დვალიშვილმა, გიგი გიორგაძემ ოქროს დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები