ქუთაისის N30 საჯარო სკოლის I/6 კლასი izrune.ge-ს „მეგობრული კლასის“ ტიტულის მფლობელია
ქუთაისის N30 საჯარო სკოლის I6 კლასს 2019-2020 სასწავლო წლის საქართველოს „მეგობრული კლასის“ ტიტული მიენიჭა.„მეგობრული კლასის“ დამრიგებელი სოფიკო კუხიანიძე გახლავთ.
„მეგობრული კლასი“ ეს არის წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს ინოვაციურ საგანმანათლებლ პორტალ
izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.