„კრიზისულ სიტუაციაში ერთმანეთის თანადგომით გაგრძელდა სასწავლო პროცესი“-ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს მადლობას უხდის
14-07-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელი უჩვეულოდ დაასრულა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელები დისტანციურად გააცილეს. დისტანციურად გაიმართა „ანბანის გაცილების“ ღონისძიებაც. 

სკოლა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს გაწეული შრომისა და უდიდესი პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის. 

„დისტანციურად გავაცილეთ მეთორმეტე კლასი, ვუსურვეთ წარმატებები და ბედნიერი მომავალი. დისტანციურად მოვაწყეთ ანბანის გაცილებაც. პირველი კლასის მოსწავლეებმა გაგვილამაზეს საღამო. ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გაწეული შრომისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობისთვის. კრიზისულ სიტუაციაში ერთმანეთის თანადგომით გაგრძელდა სასწავლო პროცესი. წარმატებები ყველას, იმედია სექტემბრიდან დავუბრუნდებით ჩვეულ სასწავლო გარემოს“,-ნათქვამია სკოლის მადლობის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203