„თქვენი პროფესიონალიზმი და მონდომება ნამდვილად დასაფასებელია​“- ჩხარის N1 სკოლის დირექციას, პედაგოგებს და ტექნიკურ პერსონალს მადლობის წერილი მიუძღვნეს
14-07-2020

2019-2020 სასწავლო წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით დაინერგა „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით მუშაობდა მხარდამჭერთა ჯგუფი. მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებმა სკოლის დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივს და ტექნიკურ პერსონალს თავდაუზოგავი შრომისა და გულწრფელი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა წერილით გადაუხადეს. 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივს, ტექნიკურ პერსონალს:

ძვირფასო პედაგოგებო, ჩვენი თანამშრომლობის 1 წელი მიიწურა, ჩვენთვის დიდი პატივი იყო „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში თქვენ გვერდით მუშაობა, გვინდა მადლობა გითხრათ თავდაუზოგავი შრომისა და ასეთი გულწრფელი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 

ჩვენ ერთობლივად ბევრი რამ შევძელით. თქვენი პროფესიონალიზმი და მონდომება ნამდვილად დასაფასებელია. მუდმივად ვგრძნობდით უდიდეს ყურადღებას და პროექტისადმი კეთილგანწყობას სკოლის თითოეული თანამშრომლისგან, გვიგულეთ მუდმივად ერთგულ გულშემატკივრებად“, -აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს სოფიკო სიუკაევა, შორენა გვენეტაძე აწერენ. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203