
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა.
მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და შესაძლებლობის წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის იყო მე-3 კლასის მოსწავლე ლალიკო ჯაჯვანი, რომელმაც ლექსი „დათვის წვეულება“ მხატვრულად წაიკითხა და ვიდეორგოლი პედაგოგებს გაუზიარა.
მოსწავლის აქტივობის ამსახველი ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე