დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სასწავლო პროცესის დროს მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავდნენ
14-07-2020
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, covid-19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვიდეორგოლები ჩაწერეს და ბავშვთა დაცვის დღე ყველა პატარას დისტანციურად მიულოცეს.
მე-2 კლასის ხელმძღვანელი ინგა ჩიტაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით იყვნენ ჩართულნი და ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. მოსწავლეებს და მასწავლებლებს არც მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებოდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს