ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასურველი პროფესიები მოირგეს
13-07-2020
ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. 

მოსწავლეები მასწავლებლებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. 

ერთ-ერთი ასეთი საინტერესო აქტივობა იყო - პროფესიის არჩევა. მე-3 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული დავალება საგნის - „მე და საზოგადოება“ ფარგლებში შეასრულეს. მოსწავლეებმა სასურველი პროფესია მოირგეს და მის შესახებ ისაუბრეს. 

„პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებული ეტაპია ...
მოვისმინოთ რას ფიქრობენ ბავშვები ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეთა ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203