„რუკა არ იყო და ძალიან გამიკვირდა, კარიკატურა ლაღიძის წყლების სარეკლამო ბანერი იყო“ - რა საკითხები შეხვდათ ისტორიის ბოლო ვარიანტზე? 
13-07-2020

ისტორიის გამოცდის ბოლო ვარიანტს აბიტურიენტები მარტივად აფასებენ. თუმცა, მათი თქმით, ტესტში რუკა არ ყოფილა, რამაც მათი გაოცება გამოიწვია.

„წყარო იყო ლუარსაბ მეფეზე, იმ პერიოდის შემოსევებსა და ბრძოლებზე, ლუარსაბ მეფის გარდაცვალების ამბავი იყო, ფაქტების ანალიზი უნდა დაგვეწერა, კარგი რა მოუტანა ამ მოვლენებმა საქართველოს და ცუდი რა. რუკა არ იყო და ძალიან გამიკვირდა. კარიკატურა იყო ლაღიძის წყლების სარეკლამო ბანერი და ამის შესახებ უნდა დაგვეწერა, ეს ძალიან მარტივი იყო. რაც შეეხება ტესტურ დავალებებს, კარგად არ მახსოვს კითხვები, მაგრამ მარტივები იყო ძირითადად მსოფლიო ისტორიიდან, საქართველოს ისტორიიდან ნაკლებად იყო. ძალიან მარტივი ტესტი იყო ზოგადად, მე საერთოდ არ ვემზადებოდი, 2014 წელს დავამთავრე სკოლა და საერთოდ აღარ მქონია შეხება ისტორიასთან, მაგრამ ძალიან გამიმარტივდა. ერთი ორი ტესტი გავაკეთე წინა წლის, რომ პრინციპი გამხსენებოდა და დროში როგორ ვეტეოდი ეს რომ განმესაზღვრა, ძალიან მარტივი იყო ყველაფერი“, - განაცხადა 173- საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...