„შევძელით რამდენიმე ნაბიჯით წინ აღმოვჩენილიყავით დისტანციური სწავლების პროცესში“-ჩხარის N1 სკოლის დირექცია მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებს მადლობას უხდის
13-07-2020

2019-2020 სასწავლო წელს ჩხარის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით დაინერგა „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით მუშაობდა მხარდამჭერთა ჯგუფი: ახალი სკოლის მოდელის ლიდერობის ექსპერტი ქეთევან შეყრილაძე; კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი სოფო მაჩაბელი; კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტის თანაშემწე შორენა გვენეტაძე; ექსპერტი ტექნოლოგიების მიმართულებით თეა დოლაქიძე.

ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის მხარდამჭერთა ჯგუფს:
„ჩვენთვის ძვირფასო ადამიანებო გაგვაოცა თქვენმა თბილმა და უშუალო დამოკიდებულებამ, პროფესიონალიზმმა. დროის მოკლე მონაკვეთში თქვენ გააკეთეთ კოლოსალური საქმე სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. სწორედ რომ თქვენი დაუღალავი შრომის, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად შევძელით რამდენიმე ნაბიჯით წინ აღმოვჩნილიყავით დისტანციური სწავლების პროცესში და ერთად მიგვეღწია რეფორმის მიზნისთვის: ჩამოგვეყალიბებინა კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, გისურვებთ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203