იანეულის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს დისტანციურ სასწავლო პროცესში გაწეული შრომისათვის მადლობას უხდის
13-07-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის დირექცია დისტანციურ სასწავლო პროცესში გაწეული შრომისა და თანადგომისთვის პედაგოგების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

„ისე როგორც ყველა სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს და მშობლებს, ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა კორონავირუსით გამოწვეული სასწავლო პროცესის ცვლილებასთან შეგუება, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კმაყოფილები არიან დისტანციური სასწავლო პროცესით მშობლები, რომლებიც სამადლობელ წერილებს გვწერენ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო არა მარტო ჩემს პედაგოგიურ კოლექტივს, არამედ სრულიად საქართველოს მასწავლებლებს, რომელთა შრომა დაფასებულია. ვიმედოვნებ, რომ ეს მეტად არ განმეორდება, საყოველთაო მშვიდობა იქნება ყველგან, ყველა ქვეყანაში, არ ექნება მშობელს, მასწავლებელს იმის შიში რომ, ის დაინახავს ისევ დაკეტილ სკოლას, სადაც ბავშვების ჟრიამულის ხმა არ გაისმის.

ბავშვები ჩვენი მომავალია,  სასწავლო წელი განახლდება აუცილებლად სექტემბერში. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს იმ დიდი სიყვარულისათვის, რასაც მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და რაც მთავარია, სკოლა ჰქვია.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს, ჩვენ საუკეთესო მომავალი გველოდება,“-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203