ჯვარის N1 სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარის“ ღონისძიება არასტანდარტულ ვითარებაში ჩაატარეს
10-07-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა სკოლის დამთავრება უჩვეულოდ აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა „ბოლო ზარის“ ღონისძიება არასტანდარტულ ვითარებაში ჩაატარეს. მე-12 კლასის დამრიგებელი მზია ქარდავა გახლდათ.

„არასტანდარტულ ვითარებაში ჩავატარეთ „ბოლო ზარის“ ღონისძიება. რა ოცნებები, რა სურვილები დაგვრჩა განუხორციელებელი. მსოფლიო ვირუსმა რადიკალურად შეგვიცვალა გეგმები და განწყობაც. ამის მიუხედავად მაინც მოვახერხეთ რამდენჯერმე თავმოყრა და გთავაზობთ ჩვენი ბოლო ზარის ჩანაწერს“,- აღნიშნავენ კურსდამთავრებულები.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203