დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამთავრება დისტანციური ღონისძიებით აღნიშნეს
10-07-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დამრიგებელს ნარგული ქათამაძეს და სხვა პედაგოგებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ. 

მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს, მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს, სიტყვები წარმოთქვეს და ლექსები წაიკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დასრულება უჩვეულოდ, დისტანციურად მოუხდათ. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203