ჩაისუბნის საჯარო სკოლის მეორეკლასელმა მარიამ წიქარიძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
10-07-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

შემაჯამებელ ტესტს მოსწავლეები მონდომებით შეუერთდნენ. მათგან მე-2 კლასელმა მარიამ წიქარიძემ ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203