გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან კოტრიკაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
10-07-2020

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

შემაჯამებელ ტესტს მოსწავლეები მონდომებით შეუერთდნენ. მათგან მე-3 კლასელმა ქეთევან კოტრიკაძემ ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203