სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს
10-07-2020

თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა ოქროს და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს. წარმატებული მოსწავლეები არიან: საბა ფიჩხაური, ანასტასია კალანდარიშვილი, ბარბარე მინდიკაური, ალექსი სისაური, მარიამ სისაური, მარიამ კალანდარიშვილი და სოფიკო ბიჩიკაშვილი.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203