ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ ოდიკაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
10-07-2020

თიანეთის მუნიციპალიტეტის ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

შემაჯამებელ ტესტში მე-3 კლასელმა თემურ ოდიკაძემ უმაღლესი ქულა მოიპოვა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203