„ერთიანი ძალებით წარმატებით დასრულდა სასწავლო წელი“- ბორბალოს საჯარო სკოლაში სასკოლო საზოგადოების მიმართ მადლიერება გამოხატეს
10-07-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს საჯარო სკოლაში მადლიერება გამოხატეს თითოეულ ადმინისტრაციის წარმომადგენელის, მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის მიმართ დისტანციური სწავლების ეფექტურად წარმართვის, ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული შრომისათვის.

„2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში თითოეულ ადმინისტრაციის წარმომადგენელს, მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს ვუთხრათ მადლობა დისტანციური სწავლების ეფექტურად წარმართვის, ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული შრომისათვის.

მიუხედავად ბევრი სირთულისა (ინტერნეტისა და კომპიუტერების არ ქონა), ერთიანი ძალებითა და ყველანაირი საშუალებების გამოყენებით მაინც წარმატებით დასრულდა 2019-2020 სასწავლო წელი.

მომავალ 2020-2021 სასწავლო წელს ველით სკოლის კედლებში დაბრუნების იმედითა და უფრო დიდი მოტივაციით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203