„მიუხედავად მძიმე დღეებისა შეძელით პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულება“-გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს მადლობას უხდის
10-07-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი გურამ ნათენაძე პედაგოგებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დროს მოსწავლეების გვერდში დგომისა და პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის მადლობას უხდის. 

„მივესალმები გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგებს და მათ ყველა კოლეგას! დღეს დასრულდა 2019-2020 ს/წელი - განსხვავებული სხვა წლებისაგან: დაძაბული, დაბნეული, ცოტაც შეშინებული მაგრამ მაინც იმედიანი. ასე ვფიქრობდი მე, ასე ფიქრობდით თქვენ და ღვთის შეწევნით იმედები მართლდება. მიუხედავად მძიმე დღეებისა თქვენ შეძელით პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულება - გვერდში უდექით თქვენს აღსაზრდელებს..მინდა მადლობა გითხრათ ამისათვის, მადლობა ვუთხრა მათაც ვინც დაინახა ჩვენი შრომა და მადლიერება გამოხატა. იმედი ნუ მოგშლოდეთ ჩემო ძვირფასებო. ბედნიერ ზაფხულს და მშვიდობიან სექტემბერს გისურვებთ“, - პატივისცემით გურამ ნათენაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203