ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის IX კლასელები და პედაგოგები ერთმანეთს თბილი სიტყვებით და წერილებით გამოემშვიდობნენ
10-07-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის IX კლასელები სკოლას და საყვარელ მასწავლებლებს დისტანციურად, ვიდეორგოლით გამოემშვიდობნენ. სკოლა საბაზო საფეხურისაა და პედაგოგებმა მე-9 კლასელები სიყვარულით გააცილეს.

„აი დავამთავრეთ მე-9 კლასი. რომ არა პანდემია, სულ სხვანაირად დავემშვიდობებოდით ერთმანეთს. მე-9 კლასის სახელით უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს უსაყვარლეს დირექტორს და თითოეულ მასწავლებელს. მადლობა ზრუნვისთვის, მხარში დგომისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის. თქვენ ჩვენს გულებში ეს 9 წელი საუკეთესო მოგონებებად ჩაბეჭდეთ“,-წერს მოსწავლე სალომე ივანიძე სოციალურ ქსელში.

მოსწავლის პოსტს სკოლის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

„ეს ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლის, სალომე ივანიძის შექმნილი პოსტია, გულისამაჩუყებელი და ამავდროულად სასიხარულოც.

დაამთავრეს მე-9 კლასი სალომ, სალომ, ნინიმ და გიომ და მათი სურვილის მიუხედავად მიდიან ჩვენი სკოლიდან. ყველა ერთმანეთზე კარგები ხართ ბავშვებო, ყველა ძალიან გვიყვარხართ, ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ და ყველას გვერდით ვიქნებით საჭიროების შემთხვევაში. გილოცავთ მე-9 კლასის დამთავრებას და გზას დაგილოცავთ წინ, მაღალი მწვერვალებისკენ!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203