კვატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება პოეზიის საღამოთი აღნიშნეს
10-07-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის კვატიის საჯარო სკოლის პედაგოგმა გიული ბერიძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულებამდე პოეზიის საღამო დისტანციურად მოუწყო. მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები პედაგოგს წარუდგინეს. ღონისძიების ორგანიზატორის სურვილი იყო, რომ დადებითი განწყობით, პოეტურად დამშვიდობებოდნენ ბავშვები სკოლას.

„პოეზიის საღამო არ გამოგვივიდა ისეთი, როგორიც დავგეგმეთ, თუმცა მაინც გვსურს მოკრძალებულად მოგილოცოთ სასწავლო წლის დასრულება, გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებთ, რომ სექტემბერში კვლავ ავაჟრიამულებთ ჩვენი სკოლის ეზოს, დერეფანსა და საკლასო ოთახებს, ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ“,-აღნიშნა გიულის ბერიძემ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203