„იარეთ სიკეთის გზით, არ შეუშინდეთ პრობლემებს“-პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს გამოემშვიდობა
10-07-2020

ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს გამოემშვიდობა. მასწავლებლებმა კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს.

„ჩემო დაფრთიანებულო გოგო-ბიჭებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ვფიქრობ, იმ მიზანს, რომელსაც დაისახავთ წარმატებით მიაღწევთ, იარეთ სიკეთის გზით, არ შეუშინდეთ პრობლემებს. ისწავლეთ, იღვაწეთ სამშობლოს ჩვენდა და თქვენდა სასახელოდ და საკეთილდღეოდ.

გვეამაყოს თქვენით და გზას დაგილოცავთ: ნინო მახარაძე, თეონა დვალიძე, ილია თებიძე, თემური დევაძე, ინგა თებიძე, ანა ფარტენაძე, გიორგი ფარტენაძე, ლუკა ყადიძე, ნუკრი თებიძე, თეონა ჩხუბაძე,“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203