„გჯეროდეთ, მომავალში დიდი ზეიმით აღვნიშნავთ!“-ჯვარის N3 სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე ემოციური წერილით მიულოცა
10-07-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლის III კლასის დამრიგებელმა მანანა ფიფიამ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„ჩემო პატარებო, დღეს პირველი ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე. დღეს უჩვეულოდ გვიწევს ამ დღის აღნიშვნა ვირუსის გამო, თუმცა გჯეროდეთ, რომ ამ სიძნელეებს გადავლახავთ და მომავალში დიდი ზეიმით აღვნიშნავთ! ჩემო ლამაზო თვალციმციმა ბავშვებო კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, გისურვებთ ულევ სიხარულს, სიკეთეს, ჯანმრთელობას, ბედნიერ, ლამაზ, საინტერესო მომავალს, ლაღ ბავშვობას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას! მიყვარხართ ძალიან!“-წერს მე-3 კლასის დამრიგებელი მანანა ფიფია.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203