ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილისთვის ვიდეორგოლი მოამზადეს
10-07-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების პერიოდში დრო ეფექტურად გამოიყენეს და არა მხოლოდ ონლაინ გაკვეთილებში ჩაერთვნენ, არამედ საინტერესო აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილისთვის მუსიკალური ვიდეორგოლები მოამზადეს. მუსიკის პედაგოგი ნინო ვარშანიძეა.

ამჯერად, წარმოგიდგენთ მიუზიკლს „ვერის უბნის მელოდიებიდან“, რომელშიც მონაწილეობენ მოსწავლეები: გაგა აბაშიძე, გვანცა აბაშიძე და ლუკა აბაშიძე (მედროგე პავლე - გაგა აბაშიძე).

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203