„ასე უჩვეულოდ გილოცავთ სკოლის დამთავრებას!“- ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მიულოცა
10-07-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის, ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი არსენ შავაძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მიულოცა

​„ყველა 12-ე კლასელს ქვეყნის მასშტაბით სიჩუმეში ჩამომდგარ ბოლო ზარს გილოცავთ!
უჩვეულო განწყობა დამეუფლა! სიმშვიდეს ვერ ვპოულობ! ზუსტად მაისის ამ დროს ცას შევცქეროდით და ვნატრობდით არ ყოფილიყო წვიმა, არ ეთარეშა ქარს, არ განადგურებულიყო ჩვენი ხელით მორთულ- მოკაზმული ულამაზესი ეზო, რომელიც სიურპრიზად უნდა დახვედროდა მეთორმეტეკლასელებს! დღეს კი 13.30 საათზე სიმბოლურად დაირეკა 12-ე კლასელთათვის ბოლო ზარი, სახლებში ვსხედვართ, სკოლის ეზოში სიჩუმე სუფევს, ჩემო ლამაზო გოგო-ბიჭებო, ასე უჩვეულოდ გილოცავთ სკოლის დამთავრებას! თიკა, თამილა, მაგდა, ნიკა, გიორგი, რიტა, ანა. ძალა, გამბედაობა, გამძლეობა, განათლება, ნებისყოფა იქნება თქვენი ფარი და თქვენი მახვილი (ორივე დაგჭირდებათ)! საინტერესო და ცვლილებებით გაჯერებული გზა-სავალი - წარმატების მომტანი! თითოეულ თქვენგანს ცრემლიანი თვალებით გკოცნით, მომავალს დაგილოცავთ! მიყვარხართ!
(აუცილებლად აღვნიშნავთ, განსხვავებულად... მოგვიანებით... თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას... იყოს კიდევ ერთი სიურპრიზი)!
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ჩემო ფრთიანო მერცხლებო!
მრავალჟამიერ❤️“,-წერს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203