„დისტანციურ სწავლებას თავი წარმატებით გაართვეს“ - ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს მადლობას უხდის
09-07-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დამთავრება მიულოცა. 

„მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, სასწავლო პროცესი არ შეაჩერეს და დისტანციურ სწავლებას თავი წარმატებით გაართვეს. იმედს ვიტოვებთ, მომავალ სასწავლო წელს ჩვენს ლამაზ სკოლაში შევხვდებით ისევ ერთად, როგორც ყოველთვის. ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!"-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203