დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების კონკურსში მონაწილეობენ
09-07-2020

დაბა ხულოს საჯარო სკოლა საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის (EDAG) პროექტში - „არაფორმალური განათლების და დისტანციური სწავლების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“ მონაწილეობს.

სკოლის სახელით პროექტში ჩართულია ორი გუნდი, ექვსი ახალწვეული მოდებატე. მათ ანგარიშზე უკვე თითო-თითო მოგებაა და ისინი აქტიურად მიიწევენ წინ.

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ, მწვრთნელის - მზია აბულაძისა და დაბა ხულოს საჯარო სკოლის სახელით პროექტის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. ასევე მადლობა მოდებატეებს, რომლებიც ნაყოფიერად ატარებებენ ზაფხულს“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203