„ბედნიერი იყოს მათი გასავლელი გზა“-სხალთის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
09-07-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავს.
„ბედნიერი იყოს მათი გასავლელი გზა. ვერავინ იფიქრებდა 12 წლის წინ რომ მათ ასეთი გამოწვევებით მოუწევდათ სკოლიდან უნივერსიტეტში თუ სხვაგან ცხოვრების გაგრძელება. მადლობა მათ მშობლებს კარგი შვილების გაზრდისთვის. მადლობა მასწავლებლებს დიდი შრომისთვის, რომელიც აუცილებლად შედეგს მოიტანს და მადლობა თქვენ მე-12 კლასელებო რომ კარგები ხართ. სკოლის ყველა პედაგოგი და თანამშრომელი გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ მომავალს. გფარავდეთ ღმერთი", - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.