„რომ არა მათი მონდომება, მოსწავლეები სასწავლო პროცესის მიღმა დარჩებოდნენ“-სორმონის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობის წერილს ავრცელებს
09-07-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლა მადლობას უხდის  საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და  მშობლებს გაწეული დაუღალავი შრომისათვის. დირექცია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სასწავლო წელი სკოლის კედლებში დაიწყება.

„რომ არა მათი მონდომება და ჩართულობა შექმნილ ვითარებაში, მოსწავლეები დარჩებოდნენ სასწავლო პროცესის მიღმა, თითოეულმა მათგანმა უსწრაფეს ვადაში შეძლო ახალ გარემოებასთან შეგუება და დისტანციურ სწავლებას აუწყვეს ფეხი.

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ურთულეს სიტუაციაში სასწავლო პროცესის გაგრძელებაში. ჩვენ დიდი იმედი გავქვს, რომ მომავალი სასწავლო წელი წარიმართება მშვიდ გარემოში და ისევ აჟრიამულდება სკოლები“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203