თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ახალი, თანამედროვე ბიბლიოთეკა მოეწყობა
09-07-2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ახალ, ინოვაციურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება რეგიონის საჯარო სკოლების საბიბლიოთეკო სივრცის მოწყობა.

პროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში მიმზიდველი და ფუნქციური სამკითხველო სივრცეების შექმნა, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეეძლებათ საბიბლიოთეკო სერვისებით სარგებლობასთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თხილნარის N1 საჯარო სკოლა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203