ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა - ანდრია მამარდაშვილმა და მარი არჯევანიძემ ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო