პირველი მაისის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა დისტანციური სწავლების დროს ონლაინ რეჟიმში მუშაობდა
09-07-2020

ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა კარანტინის პირობებში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.

ბიბლიოთეკა ითვალისწინებდა მოსწავლეების ინტერესებს და აწვდიდა ონლაინ მასალებს. მოსწავლეები გაეცნენ ქართული და უცხოური წიგნების მიხედვით გადაღებულ ფილმებს და სპექტაკლებს, რის მიხედვითაც იმართებოდა დისკუსიები და ვიქტორინები არსებული თემის ირგვლივ.

უქმე დღეებში დათმობილი ამ დროისთვის და მოსწავლეების აქტიურობისთვის სკოლის ბიბლიოთეკარი: მელანო შავლიძე მადლობას უხდის მოსწავლეებს: თამუნა ზოიძეს, ნატალი შავლიძეს, მათე ზოიძეს, რეზო გორაძეს, გიგა ჯინჭარაძეს, ანა სამნიძეს, დემეტრე ჯინჭარაძეს, ანა მახარაძეს, ბუბა შავლიძეს, ლიზი შავლიძეს, ბაჩო თებიძესა და გიგი ფარტენაძეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203