გაიცანით წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე - ელენე ლიპარტელიანი
09-07-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულ ერთ-ერთ ნიჭიერ მოსწავლეს გვაცნობს. ეს II კლასის მოსწავლე ელენე ლიპარტელიანია.

„ელენე დისტანციური სწავლების პროცესში გამოირჩეოდა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით, ჩართული იყო სასკოლო ონლაინ პროექტებში. მონაწილეობდა კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“. მის მირ გამოგზავნილ ვიდეომასალებში იგი თავის თანატოლებს დიდი სიყვარულით მოუწოდებდა, წაეკითხათ წიგნები თავისუფალ დროს, ჩაენიშნათ საყვარელი წიგნების შესახებ მონაცემები, გაგვაცნო თავისი ბიბლიოთეკა, გვიგზავნიდა ნახატებს. გლობალური პანდემიის დროს გვამხნევებდა და გამოგვიგზავნა სლოგანი: „ყველაფერი კარგად იქნება“. დიახ, ყველაფერი კარგად იქნება, როცა ასეთი ნიჭიერი და ლამაზი მომავალი, თვალხატულა გოგონები და ბიჭუნები ეზრდება საქართველოს.

ელე, გვეამაყები და მადლობას გიცხადებთ. მომავალ სასწავლო წლამდე. მოგვენატრები!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203