ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვერის უბნის მელოდიებიდან“ მუსიკალური ნომერი დადგეს
09-07-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებით გაიხალისეს.

მათ თემაზე „მიუზიკლი“ ნაწყვეტი (მრეცხავების სცენა) „ვერის უბნის მელოდიებიდან“ შეასრულეს. მუსიკალურ ნომერში მონაწილეობენ მოსწავლეები: გვანცა აბაშიძე, ნინო სანიკიძე და ლიტა ღლონტი.

„კორონას ვებრძვით სწავლით“- აღნიშნა მოსწავლეების მუსიკის პედაგოგმა ნინო ვარშანიძემ.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203