„წავალ, მეგობრებთან გავერთობი, სახლში ვიტყვი, რომ ჩავაბარე. ვინ რას გაიგებს?!“ - აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდაზე დააგვიანა, საქეიფოდ წავიდა
09-07-2020
დღეს N103 საჯარო სკოლაში გახნილ საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტი 15 წუთის დაგვიანებით მოვიდა და შესვლის მცდელობაც არ ჰქონია.
მას 3 ბიჭი ახლდა, რომლებიც „გულშემატკივრობდნენ“. აუ ბიჭო ხო გითხარი გაგვიანდება თქო, ძლივს გაგაღვიძე - ეზუზუნა ერთი, მაგრამ ეს გადასარევ ხასიათზე იყო.
„დამაგვიანდა და რა ვქნა ერთი, წავალ, მეგობრებთან გავერთობი, ცოტას წავუქეიფებთ და სახლში ვიტყვი, რომ ჩავაბარე. ვინ რას გაიგებს. მომავალ წელს ვცდი კიდევ ბედს, წელს ამ პანდემიის გამო წესიერად ვერც მოვემზადე“, - განაცხადა დაგვიანებულმა აბიტურიენტმა.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს