სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მოსწავლეებმა - ანი მაჭავარიანმა, მარიამ სახოკიამ და ბარბარე ხვიჩიამ 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტს ბრწყინვალედ გაართვეს თავი და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები