სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები მოიპოვეს - აკაკი ოთხოზორიამ, მარიამ გვარამიამ, ნიკოლოზ ივანიძემ, დათა წურწუმიამ, სალომე ჩხეტიამ, ნიკა ლაშქარავამ, თამარ მგელაძემ, ანი მგელაძემ და ლონდა პაპავამ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები