სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა კუპრეიშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
09-07-2020
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლის მოსწავლეები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, izrune.ge-ს 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლუკა კუპრეიშვილმა ოქროს დიპლომი მოიპოვა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203