ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ხალხურ მუსიკას დიდი მონდომებით სწავლობენ
08-07-2020

გორი​ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე რამდენიმე წელია ღვთისმშობლის შობის ტაძართან არსებული ანდრია პირველწოდებულის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის სასწავლო აქტივობებში აქტიურად არიან ჩაბმულნი. 

ისინი დიდი ინტერესითა და მონდომებით სწავლობენ ხალხურ საკრავებზე დაკვრას, ქართულ ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს. მუსიკის მასწავლებლებს პანდემიის დროსაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, ისინი დისტანციურად ამეცადინებდნენ ბავშვებს.

იხილეთ ვიდეოები










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203