ბოლნისის N5 საჯარო სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპილოტე პროგრამაშია ჩართული
08-07-2020

ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამა - Minecraft-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. 

სკოლის დირექციამ აღნიშნული პროექტის განხორციელება ისტორიის პედაგოგს ნათია დევნოზაშვილსა და მე-9 კლასის მოსწავლეებს ანდო! მასწავლებელმა და მოსწავლეებმა კარგად წარმართეს მათზე დაკისრებული საქმე, რისთვისაც მათ სკოლის დირექცია მადლობას უხდის. 

„Minecraft-ი ჩვენს სკოლაში. როდესაც პროექტის პილოტირება საქართველოს სკოლების 108 სკოლის 108 კლასში მიმდინარეობს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. სკოლის დირექციამ აღნიშნული პროექტის განხორციელება ისტორიის პედაგოგს ნათია დევნოზაშვილსა და მე-9 ბ კლასის მოსწავლეებს ანდო! მასწავლებელმა და მოსწავლეებმა კარგად წარმართეს მათზე დაკისრებული საქმე. იყო სირთულეებიც.... მაგრამ ყველაფერი კარგადაა და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდით.
დიდი მადლობა ნათია მასწავლებელს და მე-9 კლასის მოსწავლეებს! ისინი არიან პროექტის მთავარი მოქმედი გმირები.
ვ ა მ ა ყ ო ბ თ თ ქ ვ ე ნ ი თ!“,-ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203