„კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები“-​ ავლევის საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მადლობას უხდის
08-07-2020

სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადასვლას უამრავი ბარიერი ახლდა - ინტერნეტ-კავშირის პრობლემით დაწყებული, თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტით დასრულებული, თუმცა საქართველოს საჯარო სკოლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ამ გამოწვევას ღირსეულად გამკლავებოდნენ, მოსწავლეებისთვის სათანადო ცოდნა მიეცათ და სასწავლო წელიც წარმატებით დაესრულებინათ.

ერთი-ერთი, სასწავლო დაწესებულება, რომელმაც  დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო, ქარელის მუნიციპალიტეტის, ავლევის საჯარო სკოლაა და დირექტორი, მარინე მჭედლიშვილი მადლობას უხდის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ასეთი თავდადებისთვის:

„ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც დისტანციურ სწავლებას, წარმატებით გაართვეს თავი. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები, თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

პედაგოგებთან ერთად, მადლობას ვუხდი ჩვენ მოსწავლეებსა და მშობლებს. ეს ყველაფერი მშობლების მხარში დგომით შევძელით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203