თბილისის N102 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელთა მშობლები პედაგოგმა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
08-07-2020

სასწავლო წელი დასრულდა და ახლა უკეთ ჩანს ყველა ის ნიუანსი, რომელიც თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით, დისტანციურ სწავლებას ახლდა. თუმცა ასეა, თუ ისე, ფაქტია - მხოლოდ მოსწავლეები და მასწავლებლები ბევრს ვერაფერს გახდებოდნენ, რომ არა მშობელთა უშუალო მონაწილეობა თუ ხელშეწყობა ონლაინ-სწავლებაში. სწორედ ასეთი თანადგომის გამო გადაწყვიტა თბილისის N102 საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ ფაჯიშვილმა IX კლასის მოსწავლეთა მშობლები მადლობის სიგელებით დაეჯილდოვებინა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის.

პედაგოგი თამარ ფაჯიშვილი ასევე იმედოვნებს, რომ მადლობის სიგელებს ონლაინ-გაკვეთილებზე მოგვიანებით ჩართული მოსწავლეების მშობლებიც მიიღებენ და მომავალი სასწავლო წლიდანაც ასე აქტიურად იქნებიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203