„ჩვენ გვჯერა, რომ განსაკუთრებული თაობა ხართ“ - ჩაისუბნის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
08-07-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„მე-12 კლასისათვის სწავლა დასრულდა, მაგრამ ეს უჩვეულო გარემოში მოხდა. რომ არა პანდემია, ჩვენი სკოლა ზეიმით გააცილებდა მე-12 კლასელებს, ახლა კი, ბოლო ზარი ცარიელ სკოლაში, მოსწავლეების გარეშე დაირეკება.

ჩვენ გვჯერა, რომ განსაკუთრებული თაობა ხართ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებებს.

გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ, შეგსრულებოდეთ ყველა ჩანაფიქრი და სურვილი.

გილოცავთ, სკოლის დირექცია და აღმზრდელი პედაგოგები“, - ნათვამია სკოლის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203