აფხაზეთის N22 სკოლ​ის დირექტორი მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს დისტანციურ სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულობისთვის მადლობას უხდის
08-07-2020

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე მოსწავლეებს, აქტიურ მშობლებსა და თანამშრომლებს დისტანციურ სწავლაში ჩართვისთვის მადლობას უხდის და სერტიფიკატებს გადასცემს.

„აფხაზეთის N22 საჯარო სკოლისთვის კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან და დისტანციურ სწავლებასთან თუ მოსწავლეების გარეშე დარჩენილ სკოლასთან  შეგუება არ ყოფილა მარტივი. ამ პერიოდში დიდი შრომა გასწია სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ,  მაგრამ შრომა ფუჭად ჩაივლიდა, რომ გვერდში არ დაგვდგომოდნენ მშობლები. 

ამიტომ, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის გადაწყვეტილებით  მოსწავლეებზე, აქტიურ მშობლებზე და თანამშრომლებზე გაიცა სერტიფიკატები, რომლებსაც პირადად გადავცემთ მათ 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში საზეიმო შეხვედრაზე. მანამდე კი საჯარო მადლობა გამოვხატეთ და სერთიფიკატები განვათავსეთ ჩვენი სკოლის ფეისბუქ გვერდზე.

იმედი გვაქვს, რომ ახალი სასწავლო წელი გვექნება მშვიდობიანი და კვლავ ახმაურდება ჩვენი სკოლის კედლები ბავშვების ჟრიამულით", - ნათქვამია დირექტორის მიმართვაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203