
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, გომბორის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროექტის -„უსაფრთხო სკოლა“ ფარგლებში პოსტერი დაამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პოსტერი უკავშირდება სკოლაში არსებულ ურთიერთობებს, რომლებიც უსაფრთხოს ხდიან მას.
აღსანიშნავია, რომ გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსებს აწვდიდნენ.