ჟახუნდაროს საჯარო სკოლის 9 მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
08-07-2020

საგანგებო მდგომარეობამ, კარანტინმა, დისტანციურმა სწავლებამ და ახალი კორონასვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულმა სხვა ღონისძიებებმა ბევრი წინააღმდეგობა წარმოშვა, მაგრამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდაროს საჯარო სკოლის პედაგოგებს კარიერულ წინსვლაზე უარი არ უთქვამთ და ხელშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც მიიღეს.

სერტიფიკატი ალექსანდრე ონიანის სახელობის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნადროს საჯარო სკოლის 9 პედაგოგს გადაეცა - ნინო აფრასიძე, დარიკო დევდარიანი, დავით ონიანი, ლილი ჭელიძე, მარინა ჭელიძე, მაყვალა ნიფჩვიანი, ნინო პირველი, აზა მუკბანიანი, ციცინო მუკბანიანი ახლა უკვე სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებლები არიან და სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მშობლები წარმატებებს უსურვებენ მათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203